03:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 17:23:17, 712 ნახვა

საზოგადოება
გიული ალასანია - მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, რომ სააკაშვილი გავათავისუფლოთ, სხვა გამოსავალი არ არის

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან შეცვლილია. 

მისი თქმით, ბოლო ორ დღეში სააკაშვილმა კიდევ 1 კილოგრამი დაიკლო.

"ფერმკრთალია, სუსტადაა, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა, ძალიან მძიმეა. ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით... მთლიანობაში არის ადამიანი ძალიან შეცვლილი. უჭირს სიარული. მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ - სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება", - განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics