|
2021-11-04 16:50:26, 1200 ნახვა
მსოფლიო
აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ
უკრაინა და აშშ 10 ნოემბერს ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას გამართავენ. სხდომაზე სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას მოეწერება ხელი. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ 10 ნოემბერს მე და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინა-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრას გავმართავთ, სადაც სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი თქმით, ახალი ქარტია პრაქტიკული დოკუმენტია, რომელიც უპასუხებს უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ გამოწვევებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)