" />
16:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 15:27:05, 907 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ფრენების განახლება ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.- ამის შესახებ ეკონომიკის სამნისტრო აცხადებს.

„პირდაპირი რეისების არსებობა ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და გაახანგრძლივებს საშუალო ღამისთევების რაოდენობას. ამასთან, სასიხარულოა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა კერძო სექტორის მოსაზრებას, რადგან ჩვენ არაერთხელ გვქონდა მათგანაც უკუკავშირი რეისების დანიშვნის მნიშვნელობაზე. მიგვაჩნია, რომ რეგულარული ფრენების განახლება ქუთაისსა და მესტიას შორის ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას და ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

"რეგულარული ფრენები ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით, თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. შიდა ფრენები პირდაპირი რეისები პანდემიის დაწყების დროს გაუქმდა და ეტაპობრივად აღდგა. მესტია-ქუთაისის მიმართულებით, როგორც ადგილობრივები, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები სარგებლობდნენ."- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics