04:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 10:14:12, 1193 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინჰინი კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე არჩასვლის გამო გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები გააკრიტიკა.

ბაიდენის განცხადებით, გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლა მათი მხრიდან დიდი შეცდომა იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რამაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, არის კლიმატი. ყველგან - ისლანდიიდან ავსტრალიამდე - ეს გიგანტური საკითხია და ისინი გვერდზე გადგნენ. როგორ აკეთებთ ამას და თან ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ლიდერობის მანტია გქონდეთ?"- განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან,  ბაიდენის თქმით რუსეთს კლიმატთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

„იგივე ითქმის პუტინსა და რუსეთზე. მისი ტუნდრა იწვის. მას კლიმატთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს,“- აღნიშნა ბაიდენმა.

გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა კი მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics