21:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 14:25:13, 779 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, უსახური ავტოფარეხების ადგილზე მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის შესახებ, დიდუბის რაიონის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ამჯერად, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს 14 ავტოფარეხის დემონტაჟი. სანაცვლოდ კი, მათთან შეთანხმებული პროექტით, დიდუბის გამგეობა მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. მსგავსი პროექტი რაიონში უკვე  მეშვიდედ ხორციელდება.

ტერიტორია 1 300 კვ.მ ფართობს შეადგენს და პროექტის მიხედვით, მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე: საბავშვო ზონა, დეკორატიული ბილიკები, განათების სისტემა, საპარკე ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ამასთან, მიმდებარედ არსებულ სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ფარეხების დემონტაჟის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. მამუკა ვეკუამ მოსასვენებელი სივრცის პროექტის დეტალები მოსახლეობასთან ერთად განიხილა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics