21:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 12:25:16, 759 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისათვის პროექტი ხორციელდება ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის პირველ შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია ეტაპობრივად ყველა იმ დასახლებას მოაწესრიგებს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაა.

„პროექტის პირველ ეტაპზე,  1200 მეტრ გზის სავალ ნაწილზე  ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქუჩებში გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა. პატარა ტბის დასახლების ამ კონკრეტულ ქუჩებზე მოსახლეობა დღემდე გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. ვერ წარმოიდგენთ, წვიმიან ამინდში რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ბევრი გვაქვს ასეთი დასახლებები, სადაც ანალოგიური პრობლემაა. იგივე იყო მუხიანის დასახლებაში, აგარაკებზე, სადაც დავიწყეთ მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. იგივე არის სოფელ დიღომში, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არსებობს. ყველგან მივდივართ იმ მიდგომით, რომ პირველ რიგში უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიწისქვეშა კომუნიკაციები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, პატარა ტბის დასახლებაში მდებარე ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმოძრავებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics