07:10 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 14:37:55, 460 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ყველას ახსოვს ამ ტერიტორიაზე უხვი ნალექის დროს დატბორილი ქუჩები. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ასევე, ანალოგიური სამუშაოები თავდადებულის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სანიაღვრე ქსელს მოვაწყობთ, რაც მანამდე არ არსებობდა. შედეგად, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უხვი ნალექის დროს სახლები არ დაეტბორებათ. მომავალშიც მსგავს პრობლემას ყველგან მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics