|
2021-10-21 15:07:10, 1109 ნახვა
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, მოსკოვი პატივს სცემს ევროკავშირს, მაგრამ არა მის გადაწყვეტილებას ნავალნის დაჯილდოვებაზე
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი „პატივს არ/ვერ სცემს“ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია გადასცეს. ამის შესახებ მან ბრფინგზე განაცხადა. „ ჩვენ პატივს ვცემს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერავინ გვაიძულებს პატივისცემა გამოვხატოთ მათი ისეთი გადაწყვეტილებისადმი, როგორიცაა ალექსეი ნავალნის დაჯილდოვება სახაროვის სახელობის პრემიით" - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ ჯილდოთი ევროპარლამენტი ძლიერ მესიჯს უგზავნის პუტინს, რომ მისი ოპონენტი არის გლობალური ფიგურა და არა მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკოსი, როგორც მას კრემლი წარმოაჩენს. ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ -ერთი ყველაზე კრიტიკული ოპონენტია, იგი დააპატიმრეს იანვარში, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ. ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია გუშინ, 20 ოქტომბერს მიენიჭა. ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილოდა ევროკავშირში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)