|
2021-10-20 16:54:12, 912 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლები ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს აედევნენ
შავი ზღვის თავზე „სუ-30“-ის ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი B-1B-ის ტიპის ორ ამერიკულ სტარტეგიულ ბომბდამშენს აედევნა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია- ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცეელებს. როგორც თავდაცვის კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ( NTSUO ) განაცხადა, რომ საჰაერო სამიზნეების იდენტიფიცირებისა და სახელმწიფო საზღვრის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მოხდა „სუ-30“ ტიპის თვითფინავების ადვნება. როცა დარწმუნდნენ, რომ ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა არ დაარღვიეს საზღვარი, შემობრუნებისთანავე დაბრუნდნენ ბაზაზე. როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, „სუ -30“-ის ეკიპაჟმა ფრენა შეასრულა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით. ბოლო დროს, უცხოური სადაზვერვო თვითმფრინავების აქტიურობა ქვეყნის საზღვრებთან საგრძნობლად გაიზარდა. თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ მოუწოდა თავის დასავლელ პარტნიორებს უარი ეთქვათ მსგავს ქმედებებზე, მომხდარზე „Reuters”-ი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტი რეგიონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფონზე მოხდა. ლლოიდ ოსტინი, რომელმაც უკვე გამართა ვიზიტები საქართველოსა და უკრაინაში, ამჟამად რუმინეთში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)