02:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 16:21:13, 905 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ნატო-ში საკუთარ წარმომადგენლობას ხურავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი,  ნატო -ს ოფისის მუშაობას 1 ნოემბერს  შეაჩერებს - აღნიშნულ ინფორმაციას  „რია ნოვოსტი.“ავრცელებს.

რუსეთი აუქმებს თავისი თანამშრომლების აკრედიტაციას. გარდა ამისა, ნატოს საინფორმაციო ბიურო მოსკოვში იხურება.

ლავროვის განცხაადებით  რუსეთთან ნატოს კონტაქტებისთვის ალიანსმა უნდა მიმართოს ბელგიაში რუსეთის საელჩოს.

„რუსეთი აღარ მოაჩვენებს თავს, თითქოს უახლოეს მომავალში შესაძლებელია ნატო-სთან ურთიერთობის შეცვლა რამე ფორმით". - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

6 ოქტომბერს ნატომ  რვა რუსი დიპლომატი გააძევა.

„ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მავნე საქმიანობის ზრდას და, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე”, - განმარტა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics