11:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 13:28:25, 707 ნახვა

საზოგადოება
გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა, რომელმაც სოციალურ ქსელში 7 ოქტომბერს დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მას აქციაზე მისვლის ნებართვა ექიმებმა მისცეს.

მოგვიანებით, გიგი უგულავამ გამოაქვეყნა კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics