15:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 11:41:53, 608 ნახვა

საზოგადოება
ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ  ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  919 053 ლარი დაიხარჯა.

„საბურთალოს გამგეობამ, ყველასთვის ცნობილი და საბურთალოელებისთვის საყვარელი ადგილის - ბუკიას ბაღის  სარეაბილიტაციო სამუშაოები  განახორციელა.  ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, LED განათების სისტემა, განახლდა საჭადრაკე სივრცე და განთავსდა საპარკე სკამები.  გარდა ამისა, გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო სივრცე, სადაც ყვავილებს ჰყიდიდნენ. 

როგორც ყველა სკვერში, აქაც განხორციელდა  გამწვანების სამუშაოები - დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, რეკრეაციული სივრცეების, პარკებისა და სკვერების მოწყობა-განახლების სამუშაოები მომდევნო ოთხ წელშიც აქტიურად გაგრძელდება.

„მიხარია, რომ გამგეობებიც ამ მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. მეტი მწვანე სივრცე შეიქმნება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა კიდევ უფრო სუფთა ჰაერი ისუნთქონ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკევერები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics