18:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 14:31:56, 743 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში გაემგზავრება

პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში გაემგზავრება, - აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ამასთანავე, პრემიერი წერს, რომ ადგილზე იმყოფებიან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ბათუმში ასევე მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics