19:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 19:35:08, 596 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საზაფხულო თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

 

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საზაფხულო თეატრის როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. - ამის შესახებ ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე თქმით, უკვე დასრულებულია სცენის იატაკის მოპირკეთება, ადმინისტრაციისა და შემოქმედებითი ჯგუფების ოთახების სამღებრო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში თეატრს შეემატება ახალი გახმოვანების და განათების სისტემა.

"ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისთვის 375 ათასი  ლარია გათვალისწინებული. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics