23:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 17:06:46, 583 ნახვა

საზოგადოება
ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება

აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით,პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ  უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას.

მათივე ინფორმაციით, ახალი  ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტროსადგური, საიდანაც 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება  იქნება შესაძლებელი.

მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება. ნაგავსაყრელები ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics