01:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 11:10:16, 343 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის გამგეობამ 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოაწესრიგა

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო: დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსთან, რობაქიძის გამზირზე - დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-5 კორპუსის მიმდებარედ, ვანის ქუჩის N4-ის მიმდებარედ, ასევე, ბაქრაძის სანაპიროდან შალიკაშვილის ხიდთან ამოსასვლელ პანდუსსა და ეკლესიის მიმდებარედ.

სამუშაოები, ჯამში, 3 900 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 800 ლარი გამოიყო.

ამასთან, ასფალტის მოწესრიგება წერეთლის გამზირის  N55-ში, N57-სა და N63-ში მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics