|
2021-09-24 11:21:33, 1468 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიაზე, აღნიშნული ქვეყნების ნებართვის გარეშე. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი სოციალურ ქსელში წერს. "აშშ მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობას და სანდოობას.ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე. შეგახსენებთ რომ რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცესკოს მონაცემებით ხმების უმრავლესობა რუსეთის მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ე.წ. საარჩევნო უბნები იყო გახსნილი ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში. ასევე ანექსირებულ ყირიმში“, - წერს ნედ პრაისი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)