10:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 18:41:03, 464 ნახვა

საზოგადოება
მალხაზ ბეგიაშვილი შშმ პირების მშობელთა კავშირს ეწვია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი  ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა მშობელთა კავშირი 2018 წელს „კოალიცია მოძრაობა ცვლილებების ” ფარგლებში დაფუძნდა, რომელიც მუნიციპალიტეტში შემავალი ამ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის პრობლემებსა და  ინტეგრაციაზე მუშაობს.

 აღნიშნული ორგანიზაცია ატარებს  როგორც საინფორმაციო კამპანიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ, ასევე, ტრენინგებს სკოლის მასწავლებლებისთვის  და საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის   ამ ჯგუფთან  მუშაობის კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით.

„მუნიციპალიტეტი  თანაბრად უნდა ზრუნავდეს ყველა მოქალაქეზე. რაც შეეხება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს, ჩვენი სამომავლო გეგმაა,  მათი საჭირობებიდან გამომდინარე,  მუნიციპალური სერვისები გახდეს უფრო  მოქნილი და ხელმისაწვდომი,“-აღნიშნა სიღნაღის მერობის კანდიდატმა,  მალხაზ ბეგიაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics