09:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 10:13:20, 671 ნახვა

საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის

ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ
კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში... აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.”

 გაფრინდაშვილის 25-გვერდიან სარჩელში ნათქვამია:
 „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი - 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან... ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის და შეტევების მსხვერპლია.“ - ნათქვამია გაფრინდაშვილის სარჩელში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics