|
2021-09-15 14:47:24, 965 ნახვა
მსოფლიო
საფრნგეთში დღეიდან სამედიცინო სფეროს წარმომაგენლების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
საფრანგეთში სამედიცინო სფეროში მომუშავე ყველა პერსონალის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება- ამის შესახებ ინფრომაციას უცხოური მედია პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ, ზაფხულის დასაწყისში გამოაცხადა, რომ სამედიცინო პროფესიონალებმა და მათ, ვინც მუშაობს მოწყვლად ჯგუფეფთან - იქნებიან ეს უშალოდ ექიმები თუ მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარში მომუშავე მედდები, აუცილებლად უნდა გაიკეთონ აცრა. სწორედ ამიტომ მათ 15 სექტემბრამდე მისცა ვადა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მოხუცთა სახლებში, საავადმყოფოებში და სხვა დაწესებულებებში აღმზრდელთა დაახლოებით 84% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო თვითდასაქმებული სამედიცინო პროფესიონალებისთვის, როგორიცაა ექიმები და ექთნები, მაჩვენებელი 91.1% -მდე გაიზარდა.ეს იმაზე მეტყველებს, რომ ათასობით ჯანდაცვის მუშაკი ჯერ ისევ არ არის აცრილი და სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა. სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელები, პარიზში ყოველკვირეული საპროტესტო აქციებს მათავენ. პრეზიდენტმა მაკრონიმ ასევე განაცხადა, რომ დიდ ღონისძიებებზე, რესტორნებში,ბარებში, საქალაქთშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია მოქალაქეს თან ჰქონდეს, აცრის დამდასტურებელი მოწმობა, პისიარის ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ გადატანილის ცნობა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)