18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 21:19:40, 832 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანი" აშშ-ს დოჰას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს

“თალიბანი“ აცხადებს, რომ აშშ, რომელსაც შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის სირაჯუდინ ჰაკანი „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი, დოჰას ხელშეკრულებას არღვევს.

„პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისლამური საამიროს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი ან გარდაცვლილი ჰაკანი საჰიბას ოჯახის წევრები აშშ-ის „შავ სიაში“ არიან შეყვანილი და კვლავ აშშ-ის ხელისუფლების სამიზნეებს წარმოადგენენ. ისლამური საამირო ამას დოჰის ხელშეკრულების აშკარა დარღვევად აფასებს. ეს არც აშშ-ის და არც ავღანეთის ინტერესებშია“, - ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.

„თალიბანი“ განმარტავს, რომ დოჰას ხელშეკრულება საამიროს ყველა წარმომადგენლის აშშ-ისა და გაეროს „შავი სიებიდან“ ამოღებას ითვალისწინებს და ეს მოთხოვნა კვლავ ძალაშია.

„თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს, რომელიც გაეროს „შავ სიაშია“ შეყვანილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებელი კი სირაჯუდინ ჰაკანი იქნება, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მიერაა ძებნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics