17:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 10:47:40, 413 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში კოკში, ხურჩასა და ორსანტიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოქალაქეების საჭიროებები პირადად მათგან მოისმინა და განაცხადა, რომ არსებული პრობლემები მერის სამოქმედო გეგმაში აისახება:

„მოსახლეობასთან  შეხვედრები დღეს კოკის, ხურჩისა და ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართეს. აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები გახლავთ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლები, რომლებიც განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო ჩვენთვის.  აქედან გამომდინარე, სამივე სოფელს ძირითადი პირველადი ინფრასტრუქტურა აქვს მოგვარებული.  გამართულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე შიდა გზაც კაპიტალურად არის მოწყობილი, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პრობლემა გადაჭრილია.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე შევთანხმდით ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც ამ სოფლების წინაშე დგას და უახლოეს მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარებისთვის." - განაცხადა მამუკა წოწერია.

მამუკა წოწერია დღესვე სოფელ კოკში თხილის საშრობ-სასაწყობე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით აშენდა, პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივებს საშუალება მიეცათ თხილის შრობის და შენახვის თანამედროვე სტანდარტებით ისარგებლონ, რაც მოსავლის ხარისხს და შესაბამისად ადგილობრივების შემოსავლებს ზრდის.

„სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ამ დარგში მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. დღესვე სოფელ კოკში თხილის  საშრობ-სასაწყობო საწარმოში ვიმყოფებოდით, სადაც ადგილობრივებს შევხვდით. საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID- ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში ჯამურად  770,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ადგილობრივი ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერობის კანდიდატი დღესვე სოფელ კოკში ფერმერ მამუკა ჩუხუას შეხვდა. ოჯახს დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობა აქვს, ასევე სახელმწიფო პროგრამით, სრულიად უფასოდ მოცვის პლანტაციაც გააშენა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics