21:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 16:41:34, 550 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე - 2023 წელს ტყიბულს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

,,ტყიბული უნდა აღორძინდეს და იმაზე ლამაზი გახდეს, რაც იყო. შარშან დავიწყეთ და წელს დავამთავრეთ გამსახურდიას და რუსთაველის ისტორიული ქუჩების  სრული რეაბილიტაცია. დავიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო  პროგრამა „განახლებული რეგიონები", რომელშიც ტყიბულს გამორჩეული ადგილი უჭირავს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა და 2023 წელს ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მივიღებთ ევროპულ ტყიბულს, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ ახალი შესაძლებლობებით სავსე"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ტყიბულში ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე.

მინისტრის თქმით, საჭიროა კერძო სექტორის და ინვესტორების  მეტი აქტიურობა, რათა კიდევ უფრო მეტი სასტუმრო აღდგეს, მიიღოს შესაბამისი დანიშნულება ,,პიონერთა სასახლის" ტერიტორიამ, აღდგეს თეატრი.  

,,პროცესი დაწყებულია, ორპირი - სოჩხეთის მიმართულებით 15 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად  გაკეთებულია, 6 ხიდზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ელგუჯა გოცირიძის და  ბეჟან წაქაძის  დიდი დამსახურებაა  ცხრაჯვარზე  მოწყობილი გზა. ეხლა საჭიროა, რომ ცხრაჯვარზე უკვე კონკრეტული კერძო სექტორის ინიციატივები მივიღოთ და რა თქმა უნდა კომპლექსურად საბაგიროც და გზაც.  ეს არის  ის მომავალი, რომელსაც ტყიბული და ოკრიბა ნამდვილად იმსახურებს, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ რაც დაწყებული გვაქვს და კიდევ მეტი გავაკეთოთ, ასევე  გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მივცეთ ტყიბულის მერობის კანდიდატს დათო ჩერქეზიშვილს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი განათლება და გამოცდილება გარდასახოს შედეგებში"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics