|
2021-09-03 10:56:18, 366 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს დიზაინ ფიქრის სესიაზე იწვევს
10 სექტემბრიდან თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად ორგანიზებულ კურსებს გაანახლებს და ბიზნეს კლუბის წევრებს საინტერესო სესიებზე იწვევს. 10 სექტემბერს კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, ბრენდისა და პროდუქტის განვითარების სპეციალისტის ერეკლე ინაშვილის კურს დაესწრონ დიზაინ ფიქრის (Design Thinking) შესახებ. დიზაინ ფიქრი არის მუდმივი პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები ცდილობენ, მეტი გაიგონ მომხმარებელზე, გამოიტანონ სწორი დასკვნები, ადეკვატურად შეაფასონ გამოწვევები, დასახონ სტრატეგიები და პრობლემების გადაჭრის გზები მოძებნონ. როგორ გამოიყენება დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტები კომპანიაში პრობლემების იდენტიფიკაციისათვის და მათ გადასაჭრელად - ამ საკითხებს ერეკლე ინაშვილი სამუშაო სესიაზე თიბისის ბიზნესკლუბის წევრებთან ერთად განიხილავს. სესიაზე დიზაინ ფიქრის რამდენიმე მეთოდოლოგიას განიხილავენ, რომლებიც ბიზნესის მნიშვნელოვანია გამართულად მუშაობისთვის ესენია MVP, Stakeholder Map და Business Model Canvas. თიბისის ბიზნესკლუბი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უკვე ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც ბიზნესისთვის სასარგებლო, კომპეტენტური აზრები იცვლება. ესაა ადგილი, სადაც ადამიანები ვირტუალურად იკრიბებიან, ერთმანეთს ეცნობიან, საუბრობენ თავიანთ ბიზნესსაჭიროებებზე და იღებენ ფინანსურ თუ არაფინანსურ მხარდაჭერას. აქ იმართება სალექციო კურსები, შეხვედრები, ინდივიდუალური კონსულტაციები, წევრები სარგებლობენ სპეციალური შემოთავაზებებით. ეს ყველაფერი კი ერთი მიზნისთვის — ბიზნესის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად კეთდება. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნესკლუბის წევრი, შემოუერთდით ფეისბუქ ჯგუფს, სადაც მიიღებთ მეტ ინფორმაციას სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრების, სესიების, სალექციო კურსებისა და თქვენს ბიზნესზე მორგებული შემოთავაზებების შესახებ. გაიგეთ მეტ კურსის შესახებ : https://bit.ly/Designthinking-course
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)