18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 16:48:58, 909 ნახვა

მსოფლიო
პერუში ორი ნავის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

პერუს მთავრობის განცხადების თანახმად, ამაზონის რეგიონში, ორი ნავის შეჯახების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.-ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ადგილობრივი დროით 05:30 საათზე მდინარე ჰუალაგაზე მოხდა.

გამთენიისას ხშირი ნისლის გამო მგზავრებით სავსე ნავი დაეჯახა სატვირთო ნავს.

”ჯერჯერობით გაურკვეველია დაკარგული ადამიანების რაოდენობა, ნაპოვნია  11 დაღუპული და ექვსი დაშავებული”, - ნათქვამია სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.

გაუჩინარებულთა სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან  მეხანძრეები, პოლიციელები და მეზღვაურები.

გადარჩენილთა თქმით, ნავზე 20 -მდე ბავშვი იყო. 

გავრცელებული ინფრომაციით, მგზავრები რელიგიური დღესასწულიდან  ქალაქ იურიმაგუასში ბრუნდებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics