|
2021-08-12 15:37:02, 1550 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - სატვირთო გადაზიდვები ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აქტიურად ვითარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, სატვირთო გადაზიდვებია - პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების ზრდამ დაახლოებით 13% შეადგინა. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საქართველოს გავლით და საქართველოს მიმართულებით გადაზიდულ ტვირთებზე. „განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დერეფანი ძალიან აქტიურად ამოქმედდა. ასევე ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება გადაზიდვები ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კონტეინერული ტვირთები, რომელიც მიემართება ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ ე.წ. შუა დერეფნის გავლით, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილი საქართველოა. უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი ნამდვილად შედგა და თუ ზრდის ტემპებს შევხედავთ, ჩინეთიდან მომავალი ან ჩინეთისკენ მიმავალი კონტეინერით გადაზიდული ტვირთების პრაქტიკულად გასამმაგება ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 11.0 მილიონი ტონა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია (9.8 მილიონი ტონა). აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების რაოდენობის მხრივ, რომლის მაჩვენებელმაც 8.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთების რაოდენობაზე 23.4%-ით მეტია (7.1 ათასი ტონა).
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)