15:43 - 16 Jul, 2026
|
2021-08-12 10:30:41, 440 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა, გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეცვალეს. გვირაბში მოეწყო ელექტროენერგიის ქსელი და დამონტაჟდა 350 ერთეული LED სანათი. ასევე, 810 კვ.მ ფართობზე დაიხაზა გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები. სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნენ. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)