14:35 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 14:02:14, 1609 ნახვა

სამართალი
ირაკლი ფირცხალავა თბილისის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე  ირაკლი ფირცხალავა თბილისის  მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ადვოკატმა  დავით  ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.  
მისივე ინფორმაციით, დაკავების ოქმში წერია, რომ  ფირცხალავას ბრალად კორტების სპეცოპერაციის ორგანიზება და ამით მკვლელობის შენიღბვა ედება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მას  ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.
რაც შეეხება ასევე დავით  ხაჟალიას დაცვის ქვეშ მყოფ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს,  კახა ნაკანს, ის  ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჯამში დღეს 11 პირი დააკავეს. გარდა ამისა, ამწუთებში მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება  კრიმინალური პოლიციის  კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics