16:45 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 13:06:02, 686 ნახვა

საზოგადოება
UNESCO - გელათის კომპლექსის მოხატულობებისა და ქვების დაზიანებები ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის მონასტრის შესახებ დადგენილება მიიღო, რომელშიც საუბარია, რომ გელათს, შესაბამისი პროფესიული უნარებისა და მასალების ნაკლებობის გამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელი რესტავრაცია ჩაუტარდა.

ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპლექსის გადახურვის სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული ზიანი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობასა და სამშენებლო ქვას მიადგა, იწვევს არსებული მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანებას, რაც ლახავს მის უნივერსალურ ღირებულებებს.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ გელათში უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია გამოსავლის მოძებნა, რომლის შედეგადაც კომპლექსი შესაბამისად იქნება გადახურული.

იუნესკოს მსოფლიო კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს:

  • გაგრძელდეს ძეგლის მონიტორინგის პროცესში შესაბამისი ინდიკატორების შემუშავება
  • ამოქმედდეს ძეგლის მართვის გეგმა მისი შეფასებისა და განახლების შემდგომ
  • შეიქმნას ძეგლის მართვის კომიტეტი
  • მობილიზდეს მეტი საერთაშორისო რესურსი, ძეგლის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიანი ღონისძიებების განხორციელებისთვის დახმარებებთან ერთად

საქართველომ გელათის მდგომარეობის და მოთხოვნების შესრულების შესახებ განახლებული ანგარიში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს უნდა წარუდგინოს 2022 წლის 1-ელ თებერვალს, რათა მსოფლიო კომიტეტმა ის 45-ე სესიაზე განიხილოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics