12:04 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 20:07:34, 5769 ნახვა

კულტურა
ციხის ნაცვლად კულტურის ცენტრი- თეა წულუკიანის გადაწყვეტილება

ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება.- ინფორმაცის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს 

უწყების ცნობით, მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

„ალტერნატიული კულტურული სივრცე N12" - ასეთია ამიერიდან ამ სივრცის სახელწოდება. ის 10 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია" (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) გაიხსნება. სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან. - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics