|
2021-08-04 17:20:16, 691 ნახვა
საზოგადოება
სოფელ აღაიანის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება მალე გაუმჯობესდება
სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.-ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტს მერია ავრცელებს მათი ცნობით, პროექტით გათვალისწინებული რეზერვუარის, ჭაბურღილის, ჭაბურღილის სათავსის და შენობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის და გამანაწილებელი ქსელის, ასევე საქლორატოროსა და დარაჯის შენობის აშენება-მოწყობა და შემოღობვა დასრულებულია. "პროექტს ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოაცხადებულ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“. ამჟამად მიმდინარეობს 150 და 500 მ3 ტევადობის ორი რეზერვუარის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და ფინანსდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ. მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით ცდილობს მუნიციპალიტეტში მოაგვაროს არსებული პრობლემა. სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა აწუხებდა. პროექტის დასრულების შემდეგ 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ.:-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)