|
2021-08-04 15:23:30, 1905 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ინფიცირების 4 000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის 4 000-ზე მეტი შემთხვევა ბოლო 2 დღის განმავლობაში მიუთითებს, რომ საქართველო მეოთხე ტალღის პიკშია. როგორც გაბუნია განმარტავს, ვირუსისგან მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენება და არსებული რეგულაციების დაცვაა. „4 000-ზე მეტი შემთხვევაა უკვე ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ პიკია რეალურად, მეოთხე ტალღის. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება, 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული და დამატებითი კლინიკები ერთვებიან, ასევე ემატება სასტუმროებიც და ბინაზე 27 000-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას. გუშინ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისათვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს და სწრაფად მოხდეს პაციენტის საწყისი შეფასება. აქ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ამ პირობებში, რთულია. მთავარი დაცვის საშუალება, პირბადის გამოყენებაა და მისი ტარების გაზრდის შემთხვევაში, გვექნება შესაძლებლობა, რომ პიკი იყოს შედარებით ხანმოკლე და იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც ვიცით, რომ არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)