|
2021-08-02 10:03:25, 496 ნახვა
საზოგადოება
კახა კალძემ ოლიმპიურ ნაკრებს მიღწეული წარმატება აეროპორტში პირადად მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს, გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. „ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ არის ან სახლიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს, ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოში დღეს დაბრუნდა ძიუდოს ნაკრები, მათ შორის: ლაშა ბექაური - ოლიმპიური ჩემპიონი; ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი - ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები; კრივის ნაკრები, ასევე, ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე, 1988 წლის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც სპორტული კარიერა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობით დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)