|
2021-07-28 12:35:12, 828 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ბანერებზე - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს, მსგავს შემთხვევებზე გვექნება რეაგირება
თბილისის ქუჩები და მისი შენობანაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს, ამდენად ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მისი თქმით, ყველა შემთხვევაზე, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ეხება თბილისის მერიას რეაგირება ექნება. ,,თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს. ამდენად, იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უმარავი საშუალება და ფორმა. ეს არის თემა, რომელსაც 2012 წელს ჩვენ ყველამ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ დაუშვებელია კანონისა და წესების სრული უგულვებელყოფა. დაუშვებელია ქუჩებსა და შენობეზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება ან შევღებოთ, ან საღებავი შევასხათ და წარწერები გავაკეთოთ. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა ქალაქის იერსახის დამახინჯება არ დავუშვათ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, ან თუ რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე გვექნება რეაგირება.'' - განაცხადა კალაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)