14:31 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 12:41:25, 1789 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს

ადვოკატ კახა შონიას განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას  დაკავებულის სტატუსი აქვს.
ამის შესახებ შონიამ მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ირაკლი ფირცხალავა  9:30 საათზე დააკავეს და უფლებები განუმარტეს. რაც შეეხება თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს,  კახა ნაკანს,  ასევე მისი ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით,  ამ დროისთვის მისთვის უცნობია, თუ რა სტატუსით იმყოფება ნაკანი პროკურატურაში.
ცნობისთვის,  დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი დააკავეს. ირაკლი ფირცხალავას დაკავება ადვოკატმა დაადასტურა, დანარჩენების პროკურატურაში ყოფნის სტატუსი კი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ასევე,  ადვოკატ დარეჯან გელაშვილის ინფორმაციით,  რომელიც პროკურატურაში მივიდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი- ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics