07:42 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 19:10:30, 805 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა

რუსეთის ხელისუფლებამ კრემლის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა.

გვერდის დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კრემლის ეს ქმედება  მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

რუსეთის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ navalny.com-თან ერთად ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დაკავშირებული 48 პირისა და ორგანიზაციის ვებგვერდიც დაბლოკა.

როგორც „როსკომნადზორის“  განმარტავს, გადაწყვეტილება გენერაურმა პროკურორმა მიიღო .

მათივე განმარტებით, აღნიშნული ვებგვერდები სასამართლოს მიერ უკვე აკრძალულ მოძრაობებს პროპაგანდის გავრცელებასა და უკანონო საქმიანობის გაგრძელებაში ეხმარებოდნენ.

ცნობილია,რომ გასულ თვეში რუსეთის სასამართლომ   პროკურორის შუამდგომლობაა დაკმაყოფილა და ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულად გამოაცხადა. რაც ოპოზიციონერის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო შეერთებულმა შტეტაბმა და ბრიტანეთმა  და ის რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციისთვის მიყენებულ დარტყმად შეაფასეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics