|
2021-07-23 14:37:09, 1353 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მუნიციპალიტეტის სარეკლამო ხარჯებზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია
თბილისის მერია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. „პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა. აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს - 137,139.41 ლარი; 2019 წელს - 143,590.42 ლარი; 2020 წელს - 58,117 ლარი; 2021 წელს - 15,028 ლარი“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)