|
2021-07-22 23:26:54, 1072 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ჩვენ გვყავს პრემიერი, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა
„რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენ გუნდს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. „პირველ რიგში, მე ვთვლი, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე, არა მარტო ჟურნალისტებზე, ასევე, პოლიციელებზე და იქ იყო რამდენიმე მოქალაქეც. თუ თქვენ გულისხმობთ ჩემი თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს პრემიერი, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5-6 ივლისის ფარგლებში თუ არა, აქედან გამომდინარე მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, გადადგომას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არ უნდა დავტოვო თანამდებობა, თუ მიიღებს გუნდი, რა თქმა უნდა მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები”, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)