03:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 14:36:24, 818 ნახვა

საზოგადოება
აქ. ახლა „თიბისი“ სულ შენთანაა

„ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა."

ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს და აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა.

გასულმა წელმა მართლაც გადაასხვაფერა ბევრი რამ. თუმცა, ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია: მეგობრობა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წლების განმავლობაში განვლილი გზა და თავს გადახდენილი ისტორიები, დედებისა და შვილების ურთიერთობა, გამოცდილება, რომელსაც თუნდაც ლიტერატურისა თუ მუსიკის ჩვენი რჩეული ჟანრები გვაძლევს, საქმის ერთგულება და ზოგადად - სიყვარული.

იხილეთ ვიდეო: https://fb.watch/6TBtdYXgB0/

ახალი ვიდეოს იდეა კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსს" ეკუთვნის, ტექსტი მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა შექმნა, ხოლო მუსიკა - გია ყანჩელის, ყველასთვის საყვარელი „ის აქ არის" ზურა მახნიაშვილის არანჟირებით გაკეთდა.  ვიდეოში გამოყენებულია ისტორიული და ყველასთვის ძვირფასი მომენტების ამსახველი ფოტოები და კადრები: კახი კავსაძის შეხვედრა პელესთან, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ფრაზა "დედამიწას სიყვარული ატრიალებს", 1981 წელს თბილისის „დინამოს" გამარჯვება თასების მფლობელთა თასზე და ამ გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარი.

ახალი კამპანიით თიბისი გვახსენებს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ცხოვრების ყველაზე მეტ დაუვიწყარ ისტორიას ვქმნით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics