|
2021-07-21 10:33:39, 2236 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში, გასული კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 12%-ით გაიზარდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3.4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით მეტია. ჯანმო-ს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 57 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რა წინა კვირაში დაფიქსირებულ ლეტალურ შემთხვევებზე 2 000-ით მეტია. ყოველკვირეულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ინდონეზიაში ფიქსირდება, მას გაერთიანებული სამეფო მოსდევს, მესამე ადგილს კი, ბრაზილია იკავებს. ამასთან, ორგანზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ე.წ ახალი შტამები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებენ გავრცელებას. კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამი მსოფლიოს 180 ქვეყანაშია გამოვლენილი, ე.წ სამხრეთ აფრიკული 130 ქვეყანაში, ე.წ ბრაზილიული შტამით ინფიცირება კი, 78 ქვეყანაში ფიქსირდება. რაც შეეხება კორონავირუსის ე.წ ინდურ შტამს, ის მსოფლიოს 124 ქვეყანაშია გამოვლენილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)