|
2021-07-04 13:33:53, 1385 ნახვა
კომენტარი
მეუფე საბა - ქრისტესა და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი
„ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი“, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. „ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ჩვენი სამეფო არის ზეციური ცხოვრების გზა და ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისათვის სათნო და რა არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში იქნება ეს საკუთარი ცხოვრების მაგალითის მიცემის. თუ ადამიანებს არ აინტერესებთ, სამწუხაროდ, ღმერთთან ერთობაა, ჩვენ ვერ ვიქნებით მოძალადეები. ნებისმიერ ცოდვაზე შეიძლება ითქვას, აზარტული თამაშები იქნება თუ სხვადასხვა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ბევრი ჩვენთაგანის უმეტესი ნაწილი ამ ცოდვაშია, ჩვენ ამას არაფრით გავამართლებთ, მაგრამ ყოველთვის მექნება სიყვარულით დამოკიდებულება ცოდვილი ადამიანების მიმართ. ჩვენი ხელები ყოველთვის იქნება გაშლილი, როგორც მამის, რომელიც ელოდება თავის დაკარგულ შვილს, რომ მიიღოს, ჩაიხუტოს. ძნელია განვიკითხოთ სხვა ადამიანები, მაგრამ უნდა ვეცადოთ სიყვარული გამოვხატოთ ყველა ადამიანის მიმართ. მაცხოვარი განკაცდა და ჯვარს ეცვა არა მხოლოდ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის და არავინ იცის ვინ როგორ დაასრულებს საკუთარ ცხოვრებას და ვის როგორი სინანული ექნება“, - განაცხადა მეუფე საბამ.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)