13:38 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 18:09:49, 732 ნახვა

საზოგადოება
ბალანჩივაძეების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ტროტუარი მოეწყობა და 4 858 კვ.მ ფართობზე ასფალტის   საფარი დაიგება.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

„საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბალანჩივაძეების ქუჩაზე დავიწყეთ. აღნიშნული ქუჩა საკმაოდ დატვირთულია და მოსახლეობას ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მცხოვრებლები მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 450 000 ლარია გამოყოფილი.  სამუშაოებს კი, კომპანია  „ლ. ენდ ლ“ ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics