17:10 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 12:09:02, 897 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ივლისიდან ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც პანდემიის მასობრივი ვაქცინაციით დამარცხებას გულისხმობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული.

მინისტრის თქმით, ივლისიდან ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რაც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს.

„დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას იმ კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში და ასევე, გვინდა დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით.

დღევანდელი შეხვედრა გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კლინიკებთან გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება ამ პროცესში და ასევე, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზაობას ყველა იმ საჭირო პრობლემატიკის გადაჭრის, რაც კლინიკებს შეიძლება გააჩნდეს. კლინიკების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პერიოდის მანძილზე დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ქვეყნის მასშტაბით დღესდღეობით აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე, რაც არ არის დიდი რიცხვი, თუმცა საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს ვაქცინაციის პროცესს. მე დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურობის მოლოდინი გვაქვს ჩვენ მათი მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics