17:10 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 11:11:14, 469 ნახვა

საზოგადოება
პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2021 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2021 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. ონლაინ სემინარებისა და შემეცნებითი ტურების შემდეგ, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.

„ეკოლიდერთა სკოლაში“ ვებინარები ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები უკითხავდნენ. პროექტის ფარგლებში, 12 ვებინარი ჩატარდა. ლექციები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის ეკოლოგიური უფლებები,  ნარჩენების მართვის პოლიტიკა, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი გარემოს დაცვაში. სასწავლო კურსის შემაჯამებელი კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო.

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად ჩატარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics