18:05 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 14:09:11, 655 ნახვა

საზოგადოება
FAO-ს სემინარების კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სემინარი „მიწის ბანკინგის როლი მიწების კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხში“ გაიმართა

FAO-ს სემინარების კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სემინარში „მიწის ბანკინგის (Land Banking) როლი მიწების კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხში“ მონაწილეობა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ მიიღო.

მიწის ბანკინგი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვისა და იჯარით გაცემის ოპერაციებს ეფუძნება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც მიწის კონსოლიდაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ბანკინგი ხელს უწყობს მიწის რესურსების მართვის საკითხებში არაერთი პრობლემის გადაჭრას. FAO-ს  სემინარზე, მონაწილეებმა ევროპის ქვეყნებში მიწის ბანკინგის საუკეთესო მაგალითები განიხილეს და საქართველოში მსგავსი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიწის ბანკინგის ეფექტიანობა დამოკიდებულია მის მიზნობრივ გამოყენებაზე; ის უნდა პასუხობდეს მიწის მართვის პოლიტიკას და ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორებიცაა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება, გარემოსა და წყლის რესურსების დაცვა  და სხვა.

სემინარის ბოლოს,  პანელური დისკუსია გაიმართა მიწის ბანკინგის ინსტრუმენტების გამოყენების, მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწების კონსოლიდაციის პროგრამების საკითხებზე. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს FAO-ს წარმომადგენლებმა და დარგის საერთაშორისო სპეციალისტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics