|
2021-06-15 12:59:16, 1250 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური კურსი მიმდინარეობს
სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა. პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი და მას სამოქალაქო ოფისის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისა და სსიპ-ების თანამშრომლები ესწრებიან. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზოგადი მიმოხილვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)