17:43 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 15:23:17, 1136 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი

საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დონორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანხების მობილიზება მოკლე დროში მოხერხდა.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics