|
2021-06-11 11:07:52, 1750 ნახვა
სამხედრო
44-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა
მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. ბატარეის (ასეულის) დონის გეგმიურ საველე სწავლებაში 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამი ბატარეა და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა. ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და სპეციალისტების შეფასება განხორციელდა, მეორე ფაზა კი, დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მესამე, დასკვნითი ფაზა სიტუაციური წვრთნით დასრულდა. ბატალიონმა სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, ტაქტიკური გადაადგილება, საცეცხლე პოზიციის რაიონების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა. წვრთნებს მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, საცეცხლე გათვლების, ცეცხლის მართვის ცენტრისა და სადაზვერვო ჯგუფების კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება და შერწყმა წარმოადგენდა. სწავლების პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა მართვისა და კონტროლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. დასკვნით ფაზას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)