|
2021-06-05 12:07:57, 706 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების წინადადებებს 13 ივლისის ჩათვლით მიიღებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის შუალედურ სხდომაზე მენაშენეების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები განიხილეს. მიმდინარე წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 ივლისის ჩათვლით გრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ: თბილისი, თამარაშვილის 15ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://idp.gov.ge/statement-43/
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)