|
2021-06-03 14:57:08, 980 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ აღსრულების პოლიციას პროფესიული დღე მიულოცეს. პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 6 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიენიჭა, 5 პოლიციელს კი, მადლობა გამოეცხადა პირად საქმეში შეტანით. მინისტრი პოლიციელების სამუშაო პირობებს გაეცნო და პროფესიულ საქმიანობაში მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. აღსრულების პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა მინისტრს და ბიუროს თავმჯდომარეს გაწეული მუშაობის ანგარიში და მიღწეული შედეგები გააცნო. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველო პროფესიულ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. სამმართველოს რიგებში 38 პოლიციელი ირიცხება.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)